რეზონანსი
05.03.2021

"ეს იყო ერთადერთი სწორი, სამართლებრივი გზა, როდესაც პოლიციამ პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება სამართალდამცველების მხრიდან სწორი საქციელი იყო.

"ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, არ მოუტანს.

როდესაც მინისტრად დავინიშნე, მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება.

ალბათ იცის, რომ ტყუილთან არ ვმეგობრობ და გულწრფელად ვამბობ, ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა.

ასევე დასანანია, რომ მას გარშემო, გარემოცვაში არ აღმოაჩნდა ადამიანები, რომლებიც სწორ რჩევას მისცემდნენ, რადგან რეალურად, მის გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში როგორც ინსტრუმენტი.

ეს რა თქმა უნდა, ადამიანურად დასანანია", - თქვა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )