რეზონანსი
05.03.2021

დავით გარეჯის საქმე თავიდანვე რომ წინასაარჩევნოდ იყო დაწყებული, მგონია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ გაუკვირდება, თუ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი იქნება.

ამასთან, იოსელიანი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენს საშუალება აქვს, საქმეს შინაარსობრივად გაეცნოს.

„ეს საქმე არა მარტო შინაარსობრივად იყო დაწყებული, არამედ რაც ვნახე, ამას ერთ-ერთი ტელეარხი იყენებდა კიდეც, როგორც პროპაგანდის საშუალებას. არ გამიკვირდება, რომ ამ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი ძალიან დიდი იყოს. თუმცა საქმეს არ ვიცნობ და არსებითად საქმეზე ლაპარაკი გამიჭირდება, თუ რა მტკიცებულებები არის და არ არის. სახალხო დამცველს საშუალება აქვს, ამ საქმეს შინაარსობრივად გაეცნოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )