რეზონანსი
05.03.2021

დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი „ქართულმა ოცნებამ" რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა, შესაბამისად, თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. პოლიტიკური კრიზისი არის იმ ექსტრემისტული ჯგუფის მიერ, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე.

„ეს არის მათ მიერ შექმნილი გარკვეული ხელოვნური დაძაბულობა, თუ გნებავთ კრიზისი დაარქვით, რომელსაც რა თქმა უნდა, განმუხტვა სჭირდება, ამაზე ვერ ვიდავებთ. ამ განმუხტვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა. მე მაგალითად, ვერ ვხვდები, ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი „ქართულმა ოცნებამ" რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ თუკი მათი სურვილი იქნება, ჩვენი მხრიდან ამ დიალოგს არავითარი რისკი არ შეექმნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )