რეზონანსი
03.03.2021

სინოპტიკოსები 3 მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი + 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 იქნება. სოხუმში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უმეტესად თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია ნავარაუდები ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ახალციხეში მოთოვს.

ბორჯომში უმეტესად თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში - 3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ქარი.

გორში იწვიმებს, დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უმეტესად თოვ;ია მოსალოდნელი. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 2 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.. +7 და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )