რეზონანსი
03.03.2021

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მართებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პოლიტიკურ პროცესებს.

პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია ჩართული.

“ცოტა მეტი პასუხისმგებლობით ამ ქვეყანას თუ შევხედავთ… აი, გუშინაც შანსი გაჩნდა, ვამბობდით რომ დაიხურა თითქმის კარი, დაიხურა ფანჯარა… გაიხსნა ეს ფანჯარა. მეტი ვიღა უნდა ჩამოვიდეს, ფარავნის ტბიდან მზეჭაბუკი ხომ არ ამოვა ან ბაზალეთის ტბიდან, ან თეთრი ცხენით ვიღაც ხომ არ შემოვარდება? ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ჩამოვიდა ამ ერთი ციდა საქართველოში და გვითხრა, დასხედით თქვე დალოცვილებო რას გაჯიქებულხართ, დაილაპარაკეთ, შედით პარლამენტში და მიხედეთ ქვეყანას. ჩაატარეთ წესიერი არჩევნები, ნუღა გეყოლებათ პოლიტპატიმრები, გააჯანსაღეთ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიზირებულია,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )