რეზონანსი
02.03.2021

ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ევროკავშირში ვაქცინაციის მოცვა მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. მთავარი ვაქცინაციის დაწყება კი არა, დამთავრებაა. რეალურად, ვაქცინაციის თვალსაზრისით, საქმე კარგად აქვს ისრაელს, რომელმაც უკვე მოსახლეობის 90% აცრა. ასევე, აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროები. დუბაიში აცრები ჩინური ვაქცინით დაიწყო. ჩვენ მხოლოდ დასავლურ ვაქცინას ველოდებით და ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა, უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ქვეყანას აქვს ძალიან მკაცრი კანონები ვაქცინასთან დაკავშირებით“ - აცხადებს პაატა იმნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )