რეზონანსი
02.03.2021

“მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს,” – აღნიშნული განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, საიდანაც ბევრ ქვეყანაში ჩინურსა და რუსულ ვაქცინებს იყენებენ.

„შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით.

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას.

როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აი, აზერბაიჯანმა, თურქეთმა დაიწყეს, თქვენ ვერ დაიწყეთო. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან მეორე; პოზიცია დაიკავეთ, რომ საქართველო უნდა დაელოდოს კარგი ხარისხის ვაქცინას და მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე. მაშინ ჩვენც გავუტოლდებით იმ ქვეყნებს, ვინც დაიწყო ჩინური ვაქცინით აცრა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
(((   (03.03.2021)
ჩვენ თქვენით ვართ შეწუხებული.გადით პენსიაზე, დაისვენეთ, დაგვასვენეთ:(

1234   (02.03.2021)
მეორე, საიდან იცი რომ ჩინური ვაქცინა უვარგისია ან ნაკლები ხარისხისაა? თურქეთს და შენზე ნაკლები სპეციალისტები ჰყავს ან ლაბორატორიები აქვს, ან თავისი მოსახლეობა ნაკლებად უყვარს? ამაში უბედურება. შეფასების და გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გაქვთ. გვარამია და სააკაშვილი ხელისუფლებაში არიან. თქვენ გდიხართ იმ საკოორდინაციო საბჭოში და თქვენ ხარ პახუხისმგებელი ამ სავალალო შედეგზე. იმ 500 მეტ დაღუპულ ქართველზე რაც ვაქცინის დაგვიანებამ უკვე შეიწირა - იმაზე მეტი ვიდრე 2008 წლის ომის დროს დაიღუპა.

1234   (02.03.2021)
ხელისუფლებაში მიტომ ხარ რომ ფეისბუკით და გვარამიას ტელევიზიით არ უნდა მართავდე ქვეყანას. რაღა ამაში უჯერებ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )