რეზონანსი
02.03.2021

ვფიქრობ, გადაჭარბებული იმედებს ვამყარებთ იმ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც გვაქვს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს გათვლა, რომ ეს გამოიწვევს თუნდაც, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელსაც დღეს, ამ წუთას ვხედავთ ქუჩებში, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

„სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი ახალი სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, როდესაც რიგი ოპოზიციური პარტიები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან არგუმენტების უმწვავეს დეფიციტს, ცდილობენ, რომ საკუთარი მოთხოვნები, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით. მათ სურთ, ამ გზით შეიქმნან გარკვეული შესაძლებლობები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამას ხშირ შემთხვევაში, ეწირება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ღირებულებები, როგორიც არის მაგალითად, წესრიგი და ჭეშმარიტება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )