რეზონანსი
02.03.2021

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად, ოპოზიცია ქუჩის აქციების გეგმას არ ცვლის. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს არ დაინახავენ.

პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დატოვეს.

„როცა ერთი კვირის წინ მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და ნიკა მელიას დაკავება. ამ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალია სამოქალაქო პროტესტი", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნატო   (02.03.2021)
ეს მინაშვილი ნაფტალინიდან ამოიღეს?საიდან გამოჩნდა? ჰა ჰა ჰა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )