რეზონანსი
02.03.2021

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში.

„აუცილებელია ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს იმ უაღრესად სერიოზულ გამოწვევებს რომლებიც არის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში" - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილულ იქნას რეგიონში არსებული სიტუაცია:

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში და საკუთარი თვალით ნახა იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დიალოგი კვლავ გაგრძელდება და უკვე ორ კვირაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროპის საბჭოს ასოცირების საბჭოში, კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები, როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევებს".

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი მხარდამჭერი ყველა პროცესში და რომ ის არის უაღრესად დაინტერესებული იმით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც არის ამ პროცესში ჩართული მოძებნოს საშუალება პოლიტიკური დიალოგის და დეესკალაციის საშუალებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

„რა თქმა უნდა იმედი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ოპონენტი და პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული კონსტრუქციულად გააგრძელებს დიალოგს და მოიძებნება საშუალება ამ სიტუაციიდან გამოსავლის" - დასასრულს აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )