რეზონანსი
02.03.2021

პოლიტიკაში არ ვყოფილვარ და ახლაც შორს ვარ პოლიტიკიდან, - განაცხადა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მელაშვილი ამბობს, რომ აქციებზე რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად კი არ დადის, არამედ ქვეყნის მხარდასაჭერად.

„ამ საქმის აჟიტირება რომ მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური შეკვეთა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ძალაუნებურად ვიყავი გამოყენებული ამ ნაწილში. ვამბობ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი.

ნიკა მელია დაიჭირეს და იქ აქცია მოეწყო, მაგრამ იქ მარტო ნიკა მელიას მხარდასაჭერად და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად არ იყო ხალხი მისული, იქ ხალხი მისული იყო სიმართლისთვის. იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება ჰქონდეს ჩვენს სამშობლოს. აღელვებული ხალხი მისული იყო იმის გამო, რომ არასამართლიანად მოექცნენ თუნდაც მელიას და ზოგადად ოპოზიციას. ჩემთვის ახლა მხარდამჭერები არიან სხვადასხვა პარტიები და ადამიანები, მაგრამ მე ამას განვიხილავ, რომ ჩვენ ყველანი, ქართველები, ერთნი ვართ.

მერე რა ვუყოთ, რომ ვიღაცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრია? მერე რა ვუყოთ, რომ ვიღაცა „გირჩშია" ან სხვა რომელიმე ორგანიზაციაში? ჩვენ ყველას სამშობლო და საქართველო გვტკივა. ამიტომ მივდივარ მეც აქციებზე, თორემ მე არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
საგარეჯოელი   (02.03.2021)
ფუ შენი ყორღანაშვილო

******   (02.03.2021)
rogor bedavs qveynis xsenebas es gamyidveli, unamuso kaci


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )