რეზონანსი
02.03.2021

მოლაპარაკებების გადატვირთვა მოხდა, ახლა შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორების ჩართულობის შედეგად, „ქართული ოცნება" წითელი ხაზებით აღარ საუბრობს.

„გუშინ აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა მოლაპარაკებები. ვფიქრობ, არასწორი იქნება მეხუთე რაუნდი ან რამე ვუწოდოთ, რადგან თავიდან ბოლომდე გადატვირთვა მოხდა, ფუნქცია შეიცვალა ევროკავშირმა, მისი პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა. რაც შეეხება კონკრეტულად შინაარსს, ის არის თითქმის იგივე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, დაემატა მართლმსაჯულების საკითხი, დაემატა ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტის მიცემის საკითხი, რომ ზოგადად ქვეყანა ასე იმართებოდეს.

რა თქმა უნდა ჩვენ ვთქვით, რომ სხვა პუნქტებთან მიმართებაში, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან თუ აქამდე წითელო ხაზებით იყო საუბარი, დღეს ყველა ეს ექვსივე პუნქტი ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით დამტკიცებულია, ექვსივე საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, ვინაიდან პროცესში ევროკავშირია ჩართული და მას სხვა გზა არ ექნება.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წამოვა, რადგან სხვა გზა არ აქვს, როცა საუბარია ევროკავშირის ჩართულობაზე ამ საკითხში. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დიდი არჩევანი არ ექნება „ქართულ ოცნებას", რომ უბრალოდ ისევ ააყირაოს მოლაპარაკების მაგიდა და არაფერი ქნას. „ქართული ოცნება" ყველაფერზე უბრალოდ უარს თუ იტყვის, ეს ნიშნავს, რომ მას არანაირი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ აწუხებს და მხოლოდ თანამდებობების შენარჩუნება უნდა. არ გეგონოთ, რომ ცალმხრივია. ჩვენც მოგვიწევს კომპრომისებზე წასვლა, რადგან სხვა რანგშია აყვანილი თვითონ ეს საკითხი. ყველაზე მეტად რაც მახარებს, არის რომ ევროკავშირისთვის ზემნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს თემა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )