რეზონანსი
02.03.2021

ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო რეფორმის განხილვაში ჩაერთონ. ერთადერთი საკითხია ღია საარჩევნო ბარიერი. თუ ოპოზიცია პასუხისმგებლობით შეხედავს ამ საკითხს, მაშინ უნდა შემოვიდნენ ერთი დღე მაინც და ბარიერის დაწევას მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ „მოქალაქეების"ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს არის ისტორიული დღე არა მხოლოდ მისი პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან ასეთი მასშტაბის საარჩევნო რეფორმა არ დაწყებულა და არ განხორციელებულა არასდროს.

„ამის შედეგებს ქუჩაში დღესაც ვიმკით, რადგან არჩევნებს არასდროს ვენდობით. ისტორიული დოკუმენტია, მემორანდუმი იქცა კანონპროექტად და დაინიცირდება. გუშინ ჯვარს მაცვეს, ინიცირება რატომ არ მოხდაო და 2 მარტია და ინიცირება მოხდა. მომიწოდებდნენ, გუშინ პარლამენტიდან გავსულიყავი და დღეს შემოვსულიყავი? სხვა რამე რომ არ გამომივიდეს პოლიტიკაში, ეს დოკუმენტი კანონად რომ იქცეს და იქცევა, ეს იქნება საშვილიშვილო ამბავი - არჩევნები დაიბრუნებს ნდობას. ეს ის არის, რის გამოც თავაწეულები შემოვედით და კიდევ თავაწეულები ვართ. ყველას მოვუწოდებ, განხილვაში ჩაერთონ. ერთადერთი საკითხია ღია საარჩევნო ბარიერი. თუ ოპოზიცია პასუხისმგებლობით შეხედავს ამ საკითხს, მაშინ უნდა შემოვიდნენ ერთი დღე მაინც და ბარიერის დაწევას მხარი უნდა დაუჭირონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )