რეზონანსი
02.03.2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას მიანიშნა, რომ დიალოგის ადგილი საპარლამენტო ველია.

„შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სულ სხვა განვითარებას ელოდა, მაგრამ ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ურთიერთობა, როცა თქვა, რომ არ შეიძლება, არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიალოგის ფორმატი. მან მიანიშნა დიალოგის ადგილი - საპარლამენტო ველი. ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში თუ ზოგადად არსებობდეს, საკონსტიტუციო ჩარჩოებში და საკონსტოტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მმართველი გუნდიდან სხვადასხვა პირი ჩაერთვება, მათ შორის ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა პირი იქნება ჩართული. ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, იქნება ერთ-ერთი ლიდერი მოლაპარაკებებში. გუშინ აბსოლუტურად სხვა ფორმატი იყო, შარლ მიშელს ჰქონდა შეხვედრა ოფიციალურ პირებთან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრი იყო უშუალოდ პირველი, ვინც ამ თემაზე გამოეხმაურა და პირველი პოზიციების შეჯერება მოხდა შეხვედრასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )