რეზონანსი
02.03.2021

თბილისის მერის კახა კალაძსი თქმით, ბრიუსელში მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დიალოგის დაწყების მზაობას გამოთქვამს.

„მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. უბრალოდ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ მგონია, რომ ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების ჩართულობის გარეშე შეეძლოთ სალაპარაკოდ მაგიდასთან დაჯდომა. ბრიუსელში გზავნილი იქნება ის, რომ სრული მზაობაა, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომ დიალოგი დაიწყოს", - განაცხადა კალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )