რეზონანსი
02.03.2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, როგორც წესი, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია.

„პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. 

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ.

თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია,"- განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )