რეზონანსი
02.03.2021

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს.

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ხმაური იყო. პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მოძრაობა “საქართველოს“ წევრებიც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
საშა   (02.03.2021)
აქტივისტები კი არა, მარგინალები არიან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )