რეზონანსი
02.03.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს, რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა, თუმცა ამასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული საუბრები მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ ტელეეთერით ისიც განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ დროს ჯანდაცვის მინისტრი და მისი უწყება ამირან გამყრელიძის შვილმა, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ მწვავედ გააკრიტიკა, მან "ბიემთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად მუშაობა მხოლოდ ელჩების დონეზე არ არის საკმარისი.

„ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე - დიდ ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მსგავსი გზით გადაწყდეს ეს საკითხი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე უმცროს გამყრელიძეს მალევე უპასუხა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის არ იღებს ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისრაელის მსგავსად უნდა იმოქმედონ.

„ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც - მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლალო   (02.03.2021)
ამ უაზრო დავას თავად ვიზრუნოთ ვაქცინის შექმნაზე. ხომ გვაქვს ვაქცინების და შარტების ქარხანა ელიავას სახელობის, ზუსტი დასახელება არ მახსოვს. ეს ძლიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. რატომ არავინ ფიქრობს ამაზე! თუ მოინდომებს მავანი, ყველაფერი შესაძლებელი იქნება! ჯონსონი თუ იწყებს წარმოებას, ჩვენც დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს ვირუსები ხომ სულ იქნება. ჯანდაცვა !!!!!!!!!!!იქნებ მიხედოთ ამ საქმეს!!!!!!!!!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )