რეზონანსი
02.03.2021

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

25 წლის გოგა ხიდაშელი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ აფასებდა კლინიკის ანესთეზოლოგ-რეანომატოლოგი გიგა ნერგაძე.

შეგახსენებთ, რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა. "ინფინიტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )