რეზონანსი
01.03.2021

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, - ამის შესახებ “მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება.

“ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან” საუბრის შემდეგ პუნქტები დადო, რომლის გარშემო ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს პუნქტები იგივეა, რაც ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და პლიუს დამატებულია ორი პუნქტი. ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მეორე კი ძალაუფლების დანაწილებას ეხება. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის.

აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
!!!   (02.03.2021)
ყველა პოლიტიკური პარტია ემსახურება ვიწრო პარტიულ და ლიდერის ინტერესებს. ქვეყანა და ხალხი ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაუქმდეს! აღსდგეს კონსტიტუციური მონარქია -მეფე!

კახელი   (02.03.2021)
მაგის დედაც ვატირე პარტია უნდა დავარეგისტრირო,მერე მიდი რასაც მინდა იმას დავაშავებ,აბა ვინმემ უბატონოდ გამცეს ხმა დღეს დავრწმუნდი რომ ევროპას საქართველოში სიმართლის აღდგენა კი არა ჩმორები აწყობს.ფუ ასეთ საქართველოს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )