რეზონანსი
01.03.2021

ჩვენ ვცდილობთ აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ოპოზიცია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

„უახლოესი კვირებისა და დღეების განმავლობაში აუცილებელია ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა და დავინახოთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რა პროგრესი აქვს სახელმწიფოს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ამ წუთას მოლაპარაკების მაგიდასთან არის სხვადასხვა მოსაზრებები. „ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ შეიძლება პროგრესის მიღწევა. პოლიტიკური ვითარება საკმაოდ კომპლექსური და რთულია, საჭიროა საერთო ნიადაგის გამონახვა, პოლიტიკური ინოვაცია არის ის, რისი გამოყენებაც შეგვიძლია გამოსავლის მოსაძებნად“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
!!!   (02.03.2021)
ყველა პოლიტიკური პარტია ემსახურება ვიწრო პარტიულ და ლიდერის ინტერესებს. ქვეყანა და ხალხი ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაუქმდეს! აღსდგეს კონსტიტუციური მონარქია -მეფე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )