რეზონანსი
01.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს იმ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით იმართება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აჰყავს.

"ჩვენ მოლაპარაკებების სრულიად სხვა სიბრტყეში გადავდივართ და შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა იქნება სრულიად სხვა პოლიტიკური დონის. ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს და ამ ახალი განახლებული პროცესით მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ამ პოლიტიკური კირიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება. თქვენ იცით ჩვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები, ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ეს არის პოლიტპატიმრების -ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან წარმოუდგენელია. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი.

ჩვენი პოზიცია ცნობილია, თუ არ მოხდება მხარეების პოზიციების დაახლოება, ცხადია, ვერანაირი პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს. ვაგრძელებთ მწვავე პროტესტს მიტაცებული არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩნდება სივრცე იმისთვის, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს ისე, რომ გამარჯვებული არ დარჩეს ის სახელმწიფო, რომელსაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გამწვავება სურს და ზოგადად, ქვეყნის დესტაბილიზაცია. ასეთი სახელმწიფო არის ერთადერთი და მას ჰქვია რუსეთი",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (02.03.2021)
რატომ უნდა დაგჭირდეთ ქართველებს სხვისი ჩარევა საქართველოს პოლიტიკური საქმეების გასარჩევად? ოპოზიციას საკუთარი თავი რომ არ აბია ეს ჩანს,დაუჯერონ მიშას და ბევრს მოიგებენ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )