რეზონანსი
01.03.2021

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

აფეთქება ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში მოხდა. შედეგად 11 და 14 წლის ძმები დაშავდნენ, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მათ ხელყუმბარა აუფეთქდათ.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა მთელს გარდაბანში ისმოდა.

„ისეთი ხმა იყო, რომ გარდაბანში 5 სართულიანი ბინა შეზანზარდა. ბავშვები სკოლიდან მოკლე გზით მიდიოდნენ სახლში და სავარაუდოდ რაც აფეთქდა სხვაგან იპოვეს და აქ დაუვარდათ. აფეთქების ხმა ყველამ გაიგო გარდაბანში“,- აცხადებენ თვითმხილველები.

„ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მინ­დორ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ RGD-ს ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა აუ­ფეთ­ქდათ. არ ვი­ცით, სა­ი­დან აღ­მო­აჩ­ნდათ, ზოგი ამ­ბობს იპო­ვეს, ზოგ­მა თქვა – თან ჰქონ­და­თო. აფეთ­ქე­ბამ უფ­როს ძმას, მუც­ლის არე გა­უფ­ლი­თა, კლი­ნი­კა­ში ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს და ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. უმ­ცრო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არაა და ექი­მე­ბი გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ გა­დარ­ჩე­ბა. ძმე­ბი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან და გარ­დაბ­ნის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ”. – უყვება ambebi.ge-ს გარ­დაბ­ნის მკვიდ­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )