რეზონანსი
01.03.2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების შედეგად მოუწევს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც აქამდე არ უფიქრია.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტს, მისი თქმით, „სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“.

„ცხელი დღეების პოზიტიური შედეგი ის იქნება, რომ შეიძლება ოპოზიციას მოუწიოს და მგონია, მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც. თუ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მოუწევს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამან შეიძლება შეხების და გადაკვეთის წერტილები უფრო მეტი იპოვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, შედეგი იმ მოლაპარაკების, რომელიც ჩვენი მეგობრების ინიციატივაა, შეიძლება იყოს პოზიტიური, რადგან ოპოზიციას მოუწევს ახლა უკვე რაციონალური, ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მაინც, რაც აქამდე არც უფიქრია“,- განაცხადა მდინარაძე,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (01.03.2021)
რა სირი ყავხარ შენს პატრონს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )