რეზონანსი
01.03.2021

ლომაბრდებს, ანუ “სესხის გამცემ სუბიექტებს” აქვთ ვალდებულება 1-ლი აპრილისთვის უკვე იყვნენ დარეგისტრირებული შსს-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მათ თითოეული ნივთის ჩამბარებლის და მიღებული ნივთის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად უნდა წარადგინონ. ცვლილება ლომბარდების სექტორში არალეგალური და ზოგჯერ მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების მიხედვით, არსებულ ორგანიზაციებთან ერთად ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებსაც აქვთ. 

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო,” - ნათქვამია ბრძანებაში. 

არსებული მდგომარეობით, ლომბარდებს ერთთვიანი ვადა აქვთ, რათა სპეციალურ ბაზასთან საკუთარი პროცესების ინტეგრაცია მოახდინონ. სესხის გამცემი ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ლომბარდებისთვის, თუმცა ამასთანავე, ეს ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )