რეზონანსი
28.02.2021

იმედია, რომ შარლ მიშელს შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიშელს ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ექნება.

„ძალიან დატვირთული დღე ექნება ხვალ, რომლის ფარგლებშიც გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, ინახულებს ასევე ერთ-ერთი პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა, შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმედია, რომ მას შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს განვითარება და მოვლენები და ამ ვიზიტის მერე განსაკუთრებით უფრო იმედი გვაქვს მისი პირადი მხარდაჭერის“, - განაცხადა საბანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )