რეზონანსი
28.02.2021

COVAX-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილების გეგმის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. პირველ რიგში, ვაქცინის დისტრიბუციის გეგმას COVAX-ში გაერთიანებული ქვეყნები მიიღებენ. ქვეყანაში ოფიციალურ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ინფორმაცია COVAX-ის ვებგვერდზე განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებული იქნება ვაქცინის დოზები და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების თარიღი. COVAX-ი მომდევნო, მაქსიმუმ 2 ან 3 კვირის განმავლობაში აპირებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას იმ ქვეყნებში, რომლებიც მზად არიან, ვაქცინის მისაღებად და მისი ადმინისტრირების დასაწყებად.

ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ COVAX პლატფორმის პრესასთან ურთიერთოების სამსახურმა მიაწოდა.

„დაველოდოთ მომავალ კვირას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ვაქცინა მიიღოს ყველამ. ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და უდიდესი გამოწვევაა. დღეს საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ვაქცინის გაგზავნის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. ვმუშაობთ და მომავალ კვირას გვექნება ახალი ინფორმაცია. ვაქცინა არის და გადანაწილების გეგმაც მუშავდება. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაქცინაცია 2-3 კვირაში ყველგან დაიწყოს. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი”, - განაცხადა „ქრონიკასთან” საუბარში COVAX-ის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (28.02.2021)
კოვაქსი კი არა გამოაქვეყნეთ იმათი სახელები ვინ არის ვაქცინის სააკორდინაციო საბჭოში საქართველოში: დაწყებული ზოიძისგან და კურაციო ბიჭიდან და იმ ნორვეგიაში ეკონომიურ ემიგრანტად წასული ექიმიდან. დაუსვით კითხვა, რაზე არ მისცეს რეკომენდაცია ამ ლაწირაკ მინისტრს რომ შემოეტანა და დაეწყო ჩინური ვაქცინით აცრა როგორც ეს თურქეთმა გააკეთა? თუ აღემატება ამ სირების კომპეტენცია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას და ისითი რამ იციან რაც თურქებმა არ იციან? თურქეთს ათასობით იმ ნორვეგიელ სირ წერეთელზე უკეთესი სპეციალისტები ჰყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. როგორ ჰგონიათ, თურქებს თავისი ქვეყანა და ხალხი ქართველებზე ნაკლებად უყვართ, თურქეთს საქართველოზე ნაკლები გავლენა აქვს მსოფლიოში, თუ საქართველოზე ღარიბი ქვეყანაა? საიდან გაჩნდით ამისთან უცოდინარი და თან ამპარტავანი სირები? უცოდინრობა და ამპარტავნობა ყველაზე ცუდი კომბინაციიაა. შეხედეთ სტატისტიკას. ყოველ დღე მინიმუმ 10 ქართველი იღუპება. ვინ აგებს ამაზე პასუხს. ღამე როგორ გძინავთ თქვე მავნებლებო? უბედურებაა რომ ეს ნაცბანდა ამათზე უარესია, იმის მაგირ რომ ჩინური ვაქცინის შემოტანა მოითხოვონ ამ გაუბედურებული ქვეყნის ამოტრიალებაზე მუშაობენ რომ თავიანთი მესია ისევ ტახტზე დასვან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )