რეზონანსი
28.02.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ნამახვანჰესის აშენების საწინააღდეგო აქციას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი ამბობს, საქართველოს ბუნებისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან იგი ტურიზმისთვის უფრო გამოსაყენებელია.

„ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ მონაწილე ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს. რეალურად დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

აქ, უკრაინაში ზუსტად ნამახვანისხელა ჰესს აშენებდნენ, მე გავაკეთე ორგანიზება ადგილობრივი აქტივისტების, მაშინ ჩემი პარტიიდან ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ ჰესის მშენებლობა და დღეს ყველა მაცხოვრებელი მადლობელია.

ზუსტად ასეთივე ლამაზია ჩვენი ბუნება. მისი ხელის ხლება არ შეიძლება, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ენერგიის წარმოების სხვა ბევრი საშუალება. ხელების შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება კონკრეტული გრძელვადიანი განვითარება. არც ერთი ჰესი არ შენდება საქართველოში ივანიშვილის სურვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს ამ საკითხშიც და ყველა სხვა საკითხშიც“,- ამბობს მიხეილ სააკაშილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გალელი   (28.02.2021)
შენ დროს რატომ იყო მისაღები მშენებლობა,არც ბუნება გაწუხებდა და არც ხალხი,ეხლა რამ აგაფორიაქა? აგე პასუხი ამაზე,შენი წამოწყებულია ეს საქმე.

ბათუმელი   (28.02.2021)
ეს ავადმყოფი ნარკომანი ეძებს ყველა მომენტს ,გამოიყენოს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად,თორემ ბუნება და ქართველები მის ბიძასთან ერთად სულ ფეხებზე კიდია ამ ნაძირალას.

დაჩი   (28.02.2021)
2011 წელს თქვენ აცხადებდით რომ დაიწყო დიდი ჰესების აგება, ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანიო. ჩვენ პროექტები გვაქვსო. ახლა არაა საჭირო ეს ჰესი? ორმაგი სტანდარტი როგორ უნდა გავიგოთ?

ჭორლეონე   (28.02.2021)
იდი ნახუი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )