რეზონანსი
28.02.2021

1-ელ მარტს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. უფრო ზუსტად, მიწის რეგისტრაცია სოციალურ ქულაზე არ აისახება.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არის დროებითი ღონისძიება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში სოციალური დახმარების მიმღები პირებისთვის შეღავათიანი პირობის გასავრცელებლად“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )