რეზონანსი
27.02.2021

ჩვენ ცალსახად ვიზიარებთ იმ საპროტესტო მუხტს, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

„ამით შეიძლება საფრთხე შეექმნათ, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ასევე თვითონ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებსა და ზოგადად გაუარესდეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. რაც შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიმართ და რაც ცალსახად შედის მათ ინტერესებსა და მიზნებში“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ, სამწუხაროდ კარგად არიან ინფორმირებულნი ზოგადად ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის შესახებ. „თუმცა საოკუპაციო ხაზი ესაა პირობითი ცნება, ადგილობრივებმა იციან სადაა ოკუპირებული რეგიონი,თუმცა შეუძლებელია იცოდნენ რომელი ლოკაციიდან ელოდებათ მათ უკანონო დაკავების საფრთხე. უკანონო დაკავებებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე მოულოდნელობის ეფექტი, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებაში“, - აღნიშნა გოგუაძემ.

ამასთან, გოგუაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება იზღუდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და ხშირ შემთხვევაში ადამიანების დაკავება ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )