რეზონანსი
27.02.2021

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლის საკითხს ეხმაურება.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნულ საკითზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მსგავსი პროტესტის სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევა და სახელმწიფოს მოვალეობაა ამის პერსპექტივა არ დაუშვას.

„არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია, თუნდაც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის გაშლამ გამოიწვიოს, მაგრამ სახელმწიფო ეცდება რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე დაცული იყოს უსაფრთხოება იმ ადამიანების, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც ამათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )