რეზონანსი
27.02.2021

მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას, მაგრამ მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა, – ამის შესახებ „ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების ნაკლებობაა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინაცია უკვე დაწყებულია ღარიბ სახელმწიფოებშიც, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აწვდის ვაქცინის გარკვეულ ოდენობას სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან ღარიბები.

„ხშირად ამბობენ, ღარიბმა ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაცია. დიახ, დღეს ვინ ახერხებს ვაქცინაციას? ძალიან მდიდარი ქვეყნები და ძალიან ღარიბი ქვეყნები, ვისაც საერთაშორისო თანამეგობრობა, კოვაქს პლატფორმა და ჯანმო აწვდის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან და არ აქვთ საშუალება ვაქცინა თვითონ შეიძინონ.

ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ე.წ. საშუალო შემოსავლის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ამავე დროს არც ისეთი შეუზღუდავი რესურსები აქვს, რომ ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შემოიტანონ  ვაქცინა და ჩვენ არ ვართ მარტო ამ დღეში. დაახლოებით ჩვენი განვითარების დონის ყველა ქვეყანა ასეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ საქართველოს ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია.

„ისევ ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ ჩვენმა ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია, ტყუილია. ვაქცინაცია დაიწყო თურქეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ჩინური ვაქცინით, მას არ აქვს ჯანმოს აღიარება. სომხეთმა და რუსეთმა დაიწყეს რუსული ვაქცინით და ეს კიდევ უფრო მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოლდოვას და უკრაინას, რომლებიც ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ, ამერიკულ ვაქცინებს, ჯერ ვაქცინაცია არ დაუწყიათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
(((   (27.02.2021)
გადი ცერცვაძე პენსიაზე,ვერ უძღვებით დაკისრებულ მოვალწობას.გააღატაკეთ ხალხი.ვაქცინაციასაც ვერ ახერხებთ.წადით დაისვენეთ დაგვასვენეთ.თქვენი ტყუილები და უაზრო რეგულაციები ყელამდეა უკვე

1234   (27.02.2021)
გეოგრაფია იცი შე სირო? თუ ზღვას მიუყვები? აქვს საქართველოს უკრაინასთან ან მოლდოვასთან საზღვარი? ხელისუფლებაში და იმ მრჩეველთა საბჭოში იმიტომ ზიხარ რომ ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო და დაიწყო ჩინური ვაქცინით აცრა როგორც ეს შენზე ბევრად კომპეტენტურმა თურქეთის მთავრობამ გააკეთა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )