რეზონანსი
27.02.2021

„თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია აცხადებს, ის თაკო ჩარკვიანის „ფეისბუქ" პოსტის სერიოზულად აღქმას არ აპირებს.

„ პოსტს არ გავცნობილვარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ", -აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით "გაცოცხლებას" ლამობს".

"ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,"ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )