რეზონანსი
27.02.2021

მე არავის ვუპირისპირდები, ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ,-ასე ეხმაურება "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ვისაც თავშეკავების უნარი არ აქვს პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში",-განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით "გაცოცხლებას" ლამობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )