რეზონანსი
27.02.2021

პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიზემ, სხვა კოლეგების მსგავსად დეპუტატის დეკლარაცია შეავსო. მანდატზე საჯაროდ უარს ამბობს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში, თანამდებობის გრაფაში, ის საქართველოს პარლამენტის წევრად არის მითითებული.

დეპუტატი ფლობს 2017 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. აღნიშნული ქონება მან 45 000 ლარად შეიძინა.

ასევე, მის საკუთრებაშია 2008 წელს ამავე სოფელში შეძენილი ვენახი 60 000 კვ.მ-ის ოდენობით, რომელიც გუბაზ სანიკიძემ იჯარის გამოსყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადაიტანა და მას ეს შენაძენი 2 500 ლარი დაუჯდა.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატის მეუღლე ირმა სანიკიძე კი, დედაქალაქში, საბურთალოზე, ს.ცინცაძის ქუჩაძე 150 კვ.მ-ის საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც სანიკიძეებმა 2011 წელს 250 000 ლარად იყიდეს.

გუბაზ სანიკიძის ოჯახის წევრებს დანაზოგი ბანკში ანაბრებზე აქვთ. გუბაზ სანიკიძის შვილი, ნინო სანიკიძე “თი-ბი-სი ბანკში” ანაბარზე 2 725 დოლარს ფლობს, მისი მეორე შვილი, ლევან სანიკიძეც დანაზოგს “თი-ბი-სი ბანკში” ინახავს, რომელიც 3 000 დოლარს შეადგენს.

დეპუტატის მეუღლე, ირმა სანიკიძე “ლიბერთი ბანკი” ანაბარზე 375 დოლარი უფიქსირდება. თავად დეპუტატს დეკლარაციის შევსების მომენტში, “ლიბერთი ბანკში” საპენსიო ანგარიშზე 3 ლარი ჰქონდა. ის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრიცაა და მას ყოფილი პარლამენტარის პენსი ერიცხება, რომელიც წლიურად 6 720 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციითაც არის დაკავებული. როგორც დეკლარაციაში მიუთითებს, ამ გზით მიღებული შემოსავალი 50 000 ლარია.

იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნიკანორ   (27.02.2021)
გეგმა რა გაქვს გუბაზ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )