რეზონანსი
26.02.2021

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეიკრიბება უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გადატრიალება მოახდინოს, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტთან მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ქვეყანაში რევოლუციური დესტაბილიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი ქვეყანაში არსებობს უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა.

დღეს გვქონდა მცდელობა დაგვენახა ასეა თუ არა. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეიკრიბება უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გადატრიალება მოახდინოს, რევოლუციური სცენარით წარმართოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ეს არის ძალიან კარგი ხელისუფლებისთვის და ძალიან ცუდი ოპოზიციისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური ველი საქართველოში ქრება, რაც სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის არ არის ძალიან კარგი.

სამწუხაროდ, არ არსებობს საქართველოში ის კონსტრუქციული ოპოზიციური ველი, რომელიც ჩვენ დასავლურ პარტნიორებსაც დააწყნარებდა იმ კუთხით, რომ დემოკრატიული პროცესი საქართველოში მიმდინარეობს მათთვის გასაგები მიმართულებით. სწორედ ამით არის განპირობებული ის უკმაყოფილო და შეშფოთებული წერილები ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მხრიდან. ამაზე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლებაც. მას სურს, რომ ეს ველი არ იყოს დაცარიელებული.

დღეს რომ ნებისმიერმა სოციოლოგიურმა მკვლევარმა ჩაატაროს გამოკითხვა ოპოზიციასთან დაკავშირებით, გასული წელს NDI-ის მიერ დაფიქსირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ის 5%, შეიძლება, დღეს ნულამდე დავიდეს. ეს კიდევ ერთხელ შეაშფოთებს ჩვენს პარტნიორებსა და ხელისუფლებასაც“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გიო   (26.02.2021)
იმდენი შწენი დედას შეცა ვირმა, მაგასაც ნახაცვ, სანამდე გეყოფა 1500 ლარი მაგასაც რომ ვერ მიიღებ მერე დაიწყებ, ქუჩაში გამოსვლა რათ უნდა შე ჩერჩეტო სოციალური ქსელი ნახე,

ვაააააა...   (26.02.2021)
ნუ ღელავთ, თქვენი სამყოფი(ექსპერტების)სალაფავი ყველა ხელისუფლებაში მოინახება.

ვაააააა...   (26.02.2021)
ნუ ღელავთ, თქვენი სამყოფი(ექსპერტების)სალაფავი ყველა ხელისუფლებაში მოინახება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )