რეზონანსი
26.02.2021

პოლიტიკურად რაც ხდება, პირველ რიგში აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას", ისინი აკეთებენ ამას, ეცადნენ და საბოლოოდ მოახვედრა მელია გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია, პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გადაწვეტილება, რომ გირაო არ გადაიხადოს, ეს არის „კონფრონტაციისკენ მიმართული გზა ისე, რომ ყველა სხვა გზა მოლაპარაკების მაგიდისკენ ჩაიკეტოს".

„ესაა ამოცანა და ამ ამოცანას უკვე იმდენად აშკარა და მკაფიო კონტურები აქვს შეიძლება მხოლოდ ის ადამიანი ვერ ხედავდეს, რომელსაც ამის დანახვა არ უნდა. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანას ემსახურება ეს აგრესიული განცხადებები, რომ თითოეულ ოპონენტს უნდა სდიონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, დაძაბონ. იქნებ, პასუხი მიიღონ. იქნებ, ამან შეჯახება განაპირობოს. თუმცა მე არამგონია ამას რამე წარმატება ჰქონდეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (26.02.2021)
Адони Волски! Тквен харт гатахсиребули адамианис(?) мсгавси арсеба. Гаанебет тави сакартвелос сакмеебши тквени биндзури хелебис фатурс. Джер кидев шеидзпеба тави гадаирчино.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )