რეზონანსი
26.02.2021

ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურს სხვებმა "ხელი გაანძიონ" და ამის შემდეგ ჩამოვიდეს.

"ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: "ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო" - ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

„მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (26.02.2021)
რის ჩამომსლელია ეს ნარკოშა,შისისაგან ცული ეპარება.აბლაყუნებს ნაცხროვის ამომრჩევლებს.ის ისე როგორც აბაშიძე საქართვეოში ვერასოდეს ჩამობრძნდება.ამიტომ ნუ აქცევთ ყურდღებას მის ბრახუნს.

ნინო ალადაშვილი   (26.02.2021)
დასავლეთს შეიძლება უნდა ოცნების შეცვლა, მაგრამ არა სააკაშვილით, რადგან არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია. ელის მესამე ძალას. უნდოდათ ეს მესამე ძალა ვაშაძე ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს „ძველმა მეგობრებმა„ ვაშაძე დააჟანტაჟეს და მან ვერ გაბედა. მას სერიოზული მხარდაჭერა ექნებოდა მომდევნო არჩევნებში მაგრამ არ შევიდა პარლამენტში. უფრო სწორად არ შეუშვეს.

😨   (26.02.2021)
მიშას დშც სადაა ჩამომსვლელი მაგ ჩაჯმული!!!

ლი   (26.02.2021)
ვოლსკის! აბა კარგად ითვალეთ თქვე უბედურებო, როგორ მწარდებით მიშას ყოველ გამოსვლაზე, რა ამაზრზენები და სამარცხვინოები ხართ , დავიჯერო ამას მართლა ვერ აღიქვამთ???


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )