რეზონანსი
26.02.2021

ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

„2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქარათველოს დამოუკიდებლობის სიმბლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერცერთი მსახური.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.

11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ.

13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის",- განაცხადა დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მარიამი   (26.02.2021)
მიშას დროს ჩემი შვილი აქციაზე რომ დააფიქსირეს, მეუღლე სამსახურიდან გაანთავისუფლებინეს დირექტორს, თუმცა დირექტორმა უთხრა რა ვქნა მე კი არ მინდა შენისთანა კადრის გაშვება, მაგრამ მე გამიშვებენო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )