რეზონანსი
25.02.2021

ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება.

„მათთვის ვინც ვერ გაიგო: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში!

სიძულვილის ენა არის ასევე მიუღებელი ჩემთვის, საიდანაც არ უნდა ისმოდეს ის, მათ შორის ტელევიზიიდან!

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ტელესივრცეს ძალიან ბევრი წელია მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს. ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებს ვირჩევ. იმედია, ამის უფლება ჯერ კიდევ მაქვს!

განსხვავებულ აზრს და კრიტიკას პატივს ვცემ და არ მაშინებს! არც განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან ვწყვეტ ურთიერთობას. კრიტიკა და სიძულვილის ენა სხვა და სხვა რამ არის. სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება-ლოგიკაში არ ჯდება“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ტატა   (26.02.2021)
ასეთ ვაი ჟურნალისტს უნდა შეაფურთხო და გაიარო.

ტუგოდუმი მაკა   (26.02.2021)
სად პოულობენ ესეთ კოლორიტებს ქოცები?)))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )