რეზონანსი
25.02.2021

თითოეული ექიმის ცხოვრებაში დიდი დაღი დარჩება, ჩვენ ჩვენს წილ პასუხიმგებლობას ვგრძნობთ თითოეული გარდაცვლილის და მათი ოჯახის წინაშე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში კოვიდინფიცირებულების გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელს და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილის და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )