რეზონანსი
25.02.2021

ვიცი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არცერთ ქვეყანაში არ მიდის.

„ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად არ მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო - აი, ასეთ განვითარებულ და დისციპლინებულ ქვეყანაში. შეიძლებოდა ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ჩავმდგარიყავით, ვინც ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიცირებული ვაქცინებით, მაგალითად, ჩინურითა და რუსულით დაიწყო, მაგრამ ეს ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (25.02.2021)
გასახევი ხარ შუაზე - არაკვალიფიციური? შე მართლა არა კვალიფიციურო! რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ ორ თვეში? 500? 600? ბოდიშსაც რომ არ იხდის ეს სირი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )