რეზონანსი
25.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატი ბექა ბასიალა გენერალური პროკურატურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლება სახის შენარჩუნებას ცდილობს.

ადვოკატის თქმით, „პროკურატურა გირაოს მცველად გევევლინება".

„ფაქტია ერთია, რომ ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის იმიტომ რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, მას აქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ამავდროულად სასამართლო განხილვის დროს ფაქტიურად დადასტურდა, რომ ნიკა მიმართ პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. პროკურორის ბრიფინგისას ჩვენ მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ამოცანები იქნეს მიღწეული, არამედ იმიტომ რომ ნიკა მელიას არ აქვს გირაოს თანხა გადახდილი.

გირაოს მცველებად გვევლინებიან. კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ხელისუფლება იმყოფება. ისინი ცდილობენ თავიანთ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას, რადგან ისინი გულზე მჯიღს იცემენ", - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ბექა ბასილაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )