რეზონანსი
25.02.2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში.

„ომის შემდეგ გადადგომაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, რადგან პრემიერად ხალხმა ამირჩია. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დავრჩები თუ არა ხელისუფლებაში. მზად ვარ, ხალხის ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო. არაფრის მეშინია. დღესაც კი მიტინგზე ოჯახთან ერთად მოვედი", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა ერევანში მიმდინარე აქციაზე.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ არმიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა დაუშვებელია.

„არმია ხალხსა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. ჯარისკაცები და ოფიცრები თავიანთი საქმით უნდა დაკავდნენ - სომხეთის საზღვრების დაცვით. ეს ჩემი, როგორც ხალხის ხელისუფლების წარმომადგენლის ბრძანებაა. არავის აქვს უფლება, ეს ბრძანება დაარღვიოს", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )