რეზონანსი
25.02.2021

ცნობილი მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

„ადამიანი, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს", - განაცხადა კალაძემ.

22 თებერვალს დოიჯაშვილი თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )