რეზონანსი
25.02.2021

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები და განცხადებები, რაც დასავლელი მეგობრების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა.

კალაძის თქმით, ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა.

კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დისკუსია და საუბრის დაწყება მნიშვნელოვანია, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება.

ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
პეტრე   (25.02.2021)
ძლიერ, თავისუფალ, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, თუ შეუძლიათ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესების ფონზე, ეძებონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, ამას დიდი ნება და გამბედაობა სჭირდება... შეიძლება, დღეს დაკარგო ბევრი რამ, მაგრამ სამუდამოდ დაიმკვიდრო საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილი...

მიშა   (25.02.2021)
ჯობს გვიან ვიდრე არასდროს!

ИНЦИТАТУС   (25.02.2021)
Унамусо, уцигнуро, хепре адамианис мсгавсо арсебав! Рамдени цели(год) моеканебоди санам маг чешмаритебас дааскдебоди? Ара, шени сашвели маинц ар икнеба арасодес, цутисофелсац асе хепрулад галев.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )