რეზონანსი
25.02.2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე თავის მხარდამჭერებს შეუერთდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გადადგომა პრობლემის გადაწყვეტილებაა. შეტაკების საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არ უნდა მოხდეს. ქვეყნის შიგნით მტრები არ გვყავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

სომხეთის პრემიერმა ასევე უარყო გავრცელებული ჭორები, რომ ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებას აპირებს.

„იმედია, მიეჩვიეთ უკვე საინფორმაციო ტერორს. სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, რომ თითქოს თვითმფრინავი მზად არის და გაქცევისთვის ვემზადებით. აქ ვართ და არავითარ შემთხვევაში სამშობლოს არ დავტოვებთ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაააააა...   (25.02.2021)
ყოჩაღ ბიჭო..


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )