რეზონანსი
25.02.2021

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭრა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა, ამას ყველა ხედავს. შესაბამისად, არის მხარდაჭრა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება თუნდაც, პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, მთავარი და მნიშვნელოვანი არაც არის აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
პეტრე   (25.02.2021)
კახი, ევროპაში ნაცხოვრები კაცი ხარ, იქ გაიკეთე კარიერა, იშოვე ფული და იცი თავისუფლებისა და კარგი ცხოვრების ფასი და უნდა ეცადო როგორმე თავი მოაბა ამ საქმეს და გადადგი თამამი ნაბიჯები სიტუაციის სტაბილიზაციისკენ... ხომ იცი ძალადობრივი მეთოდები ყოველთვის არ აგვარებს სიტუაციას...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )