რეზონანსი
25.02.2021

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიაჩნია, რომ თუ ოპოზიცია ულტიმატუმებით ილაპარაკებს, მაშინ არანაირი მოლაპარაკება არ შედგება.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, მოლაპარაკებაზე ძალიან ცნობილი აქსიომაა - მოლაპარაკებებზე ადამიანები ულტიმატუმით არ მიდიან.

„მოლაპარაკებაზე მიდიან რაღაც კომპრომისით, რაც უნდა იყოს ორივე მხარის მიერ დაშვებული. თუ ვილაპარაკებთ ულტიმატუმებით, მაშინ არანაირი მოლაპარაკება არ გამოვა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ ულტიმატუმების გარეშე და იქ განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს მისაღები და რა - არა", - განაცხადა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )