რეზონანსი
24.02.2021

9 ფეხბურთელი გოგო, მათგან ზოგი არასრულწლოვანი მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. კლუბის ანგარიშები და ქონება დაყადაღებულია. თუმცა, ქალებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი. იურისტები ამას სასამართლოს გზით ცდილობენ.

ფეხბურთელების უფლებებს ორგანიზაცია PHR იცავს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ:

პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას.

PHR-ის განცხადებით, მწვრთნელმა კაცმა 9 ქალი სექსუალურად შეავიწროვა, იძალადა მათზე, ასევე ჩაიდინა თაღლითობა.

ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

რაც შეეხება თაღლითობას - ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.

მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც გარყვნილი ქმედებაა.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი კაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად.

მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა, სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

ამ საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე. პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ცვლილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (24.02.2021)
სად ხდება ეს ამბავი, არ უნდა დაწეროთ თქვე უტვინოებო?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )